ე.წ. ხორავას საქმეზე ბრალდებულ გ.ბ-ს 10,6 წლით, ხოლო გ.ჯ.-ს 9,9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

  12:51:35     01-06-2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არასრულწლოვნებს, გ.ბ.-ს 14 წლის ვადით, თუმცა, არასრულწლოვანთა მარლმსაჯულების მიხედვით, მას სასჯელი ერთიმეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 10 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

გ.ჯ.- 13 წლის ვადით განესაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიხედვით მას ვადა ერთინმეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ თავისუფლების აღჯვეთა 9 წლით და 9 თვით განესაზღვრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გამოცხადდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი ბრალდებული გ.ბ. სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში გამართლდა, მაგრამ დამნაშავედ იქნა ცნობილი დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

არასრულწლოვანი გ.ჯ. გამართლდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, მაგრამ დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.

პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.