პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პრეზიდენტი მივიდა

  11:51:14     01-06-2018

პარლამენტთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე პრეზიდენტი მივიდა. გიორგი მარგველაშვილი მედიის გარეშე პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ზაზა სარალიძეს ხვდება.

დაახლოებით, ერთი საათის წინ ზაზა სარალიძემ საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო.

შეგახსენებთ, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე გუშინ პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა იმყოფებოდა. აქციის განმავლობაში ზაზა სარალიძეს სოლიდარობას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგნელებიც უცხადებდნენ.