მირზა სუბელიანი შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

  01:15:53     01-06-2018

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფება. 

„კურიერის“ ინფორმაციით, მირზა სუბელიანი უწყებაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოკითხვაზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია იმართება. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მირზა სუბელიანს მტკიცებულებების განადგურებაში ადანაშაულებს და მის დასჯას მოითხოვს.