
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა
22:40:12     31-05-2018
აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, პროკურატურის ყოფილმა თანამშრომელმა მირზა სუბელიანმა საქართველო ოჯახთან ერთად დატოვა. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ისინი გააპარა.
აქციის მონაწილეთა თქმით, ხელისუფლება, რომელიც დამნაშავეებს ქვეყნიდან გაპარვაში ეხმარება, არ აქვს უფლება მმართველობაში იყოს.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ისინი ითხოვენ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და მთავრობის გადადგომას.
წაიკითხეთ სტატია: აი, რატომ და ვისი მოთხოვნით მალავს ხელისუფლება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მკვლელებს