უკრაინაში ოფიცრის წოდების მიღება გართულდა
10:51:55     09-06-2011
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ხელი მოაწერა ბრძანებას “სამხედრო-სავალდებულო სამსახურის და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. ამ ცვლილების თანახმად, სამხედრო ვიზების მისაღებად, სამხედრო მოსამსახურე-კონტრაქტორების ასაკი 23-დან 30 წლამდე გაიზარდა.
მიღებული კანონის თანახმადვე, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიიღებიან მოქალაქეები, რომლებმაც პროფესიონალურ-ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს და სამხედრო სამსახურისათვის საჭირო მონაცემებს აკმაყოფილებენ.
კანონის მიხედვით, 23 წლამდე პირები ოფიცრის წოდებას ვერ მიიღებენ. კურსანტების სწავლება კი მაღალი დონის სამხედრო-სასწავლო ნაწილებში წარიმართება.