
ზაზა სარალიძე: მადლობა საქართველო! ჩვენი მომავალი ჩვენია, საქართველო ჩვენია
21:06:19     31-05-2018
„მადლობა საქართველო! თქვენ ჩემი შვილის გვერდით დგახართ დღეს. მადლობა ყველას, რომ ჩვენი მომავლისთვის ვიბრძვით, ჩვენი მომავალი ჩვენია, საქართველო ჩვენია. სისტემას არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი შვილები მოკლან“, - ეს განცხადება, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე გააკეთა, სადაც საპროტესტო აქცია იმართება.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ აქციაზე შეკრებილებს მიმართა და მხარდაჭერისკენ მადლობა გადაუხადა.
აქციის მონაწილეებს ზვიად კუპრავამაც მიმართა და განაცხადა: „მირზა სუბელიანი ციხეში“.
„მთავარი პროკურორი გაწირეს, მირზას არ სვამენ ციხეში, ვინ არის ეს კაცი“, - განაცხადა „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა.