ირაკლი შოთაძე შესაძლოა, მთავარი პროკურორობიდან გადადგეს

  18:46:43     31-05-2018

არსებული ინფორმაციით, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს.

შოთაძე თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გააკეთებს.

მთავარ პროკურორს თანამდებობის დატოვების შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრმა მოუწოდა. მათ შორის არის ლევან კობერიძეც. დეპუტატის განცხადებით, „შოთაძე უნდა გადადგეს ამ რეზონანსული საქმის არასათანადო, უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციური გამოძიების გამო".

შოთაძის გადადგომის მოთხოვნით აქცია მთავარ პროკურატურასთან დილიდან იმართება. მას შემდეგ რაც, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებს.