"მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, ვინც დააკავა და მოიტაცა აქ მოსვლის პერიოდში“

  16:12:08     31-05-2018

"მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის პირები, ვინც დააკავა და მოიტაცა აქ მოსვლის პერიოდში, ჩემი მეგობრები“, - ეს განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მთავარ პროკურატურასთან გააკეთა.

„51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ, დაუყოვნებლივ გამოუშვას დატუსაღებული ბავშვები, რომლებსაც არ აძლევენ ჩემ და მისი მეგობრის გვერდით დგომის უფლებას,“- აღნიშნა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ 19:00 საათზე აქცია დაანონსა.

"19:00 საათზე დამიდექით გვერდით, რომ ეს სიხსტემა დავანგრიოთ, ძირს ეს სისტემა,"- აღნიშნა სარალიძემ.