პროკურატურასთან მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა მივიდა

  15:49:13     31-05-2018

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა მივიდა.

ნათია საყვარელიძე ზაზა სარალიძესთან ერთად სიმართლის დადგენის მიზნით ბრძოლას აანონსებს.

"არ ვიცი, უნდა ვიფიქრო, რა ვქნათ ერთად მე და ზაზა სარალიძემ.

რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, იქნებ როგორმე დავაწყნარო. დათოსთან მიმართებაში ვიღაც უნდა დაისაჯოს ფაქტია, აღარ ვიცი, რა ვთქვა”, - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.