" საქმეში უცხოელი პროკურორები და შვეიცარიელი ექსპერტები ჩაერთვებიან"

  14:22:17     31-05-2018

თბილისის საქალაქო სასმაართლოს ეს გადაწყვტილება მიუღებელია და საააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება, - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც შოთაძე აცხადებს, განაჩენი მიუღებელი და გაუგებარია.

რაც შეეხება კითხვებს, რომელიც ამ საქმის გარშემო დაზარალებულის უფლებამონაცვლეს და საზოგადოებას აქვს, უმნიშვნელოვანესია პასუხგაუცემელი არ დარჩეს.

"იმისთვის რომ საზოგადოების და სარალიძის კითხვებს პასუხი გაეცეს, შვეიცარიის საექსპერტო ბიუროსთან შევთანხმდით რომ ყველა საექსპერტო ნიმუში გადეგზავნებათ.

ყველა საპროცესო მოქმედება გამოძიების დაწყებიდან მაქსიმალურად გამჭირვალედ ჩავატარეთ.

ვცდილობდით დაზარალებულებისთვის აგვეხსნა, თუ რას ვაკეთებდით, რათა ზაზა სარალიზესთან კითხვის ნიშნებმა არ იარსებობს გადავწყვიტეთ ამ საქმეში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩავრთოთ", - განაცხადა შოთაძემ.