„გთავაზობთ, რომ ეს პოლემიკა აქ შევწყვიტოთ და კონსულტაციები დახურულ ფორმატში გავაგრძელოთ“

  13:22:22     31-05-2018

„მე გთავაზობთ, რომ ეს პოლემიკა აქ შევწყვიტოთ და კონსულტაციები დახურულ ფორმატში გავაგრძელოთ,“- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ გააკეთა.

ოპოზიცია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს, თუმცა ეკა ბესელიამ მოითხოვა, რომ კონსულტაციები დახურულ ფორმატში გაგრძელდეს.

„არის ემოციური ფონი, ასეთი რიტორიკით და ღია ეთერში ამ ემოციური ფონზე ერთმანეთს ვუმტკიცოთ, ვის როგორ უფრო ტკივა, ან განიცდის ან რას გრძნობს, ესეც საპასუხისმგებლოა,“- აღნიშნა ბესელიამ.