"თურქეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას"
10:58:13     31-05-2018
ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰამი აქსოიმ სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, სირიის რეჟიმის ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
"საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებასა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას.
ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას", - აღნიშნა სპიკერმა.