თამარ ჩუგოშვილი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში რაიმე ფაქტის დამალვას გამორიცხავს

  12:49:35     30-05-2018

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში რაიმე ფაქტის დამალვას გამორიცხავს. 

როგორც თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამორიცხულია, რომელიმე პირი პასუხისმგებლობას გაექცეს. 

„მძიმე და ემოციურია ეს საქმე და საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოვრიცხავ იმას, რომ რაიმე ფაქტი დაიმალოს ან ინფორმაცია არასრულად მიეწოდოს საზოგადოებას და ან მხარეებს. გამოვრიცხავ, რომ, რომელიმე პირი გაექცეს პასუხისმგებლობას ამ საკითხში“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.