გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს
13:02:05     29-05-2018
თბილისში, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, თავდამსხმელი ბანკიდან ფულის გატაცებას ცდილობდა, თუმცა სამართლდამცველებმა ის ადგილზევე დააკავეს.
თვითმხილველების თქმით, მათ ორი გასროლის ხმა გაიგონეს.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. შს სამინისტრომ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე „ლიბერთი ბანკის“ აღნიშნული ფილიალი ყაჩაღური თავდასხმის ადგილი რამდენჯერმე გახდა.