სურამში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს

  12:20:51     29-05-2018

სურამში მამაკაცმა მეორე მამაკაცი სავარაუდოდ, სანადირო თოფით მოკლა. 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემასთან დაკავშირებით, წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება. 

შსს-ს ცნობით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა ოპერატიულად დაადგინეს. ამ დროისთვის მიმდინარეოს საჭირო სამძებრო სამუშაოები დამნაშავის დასაკავებლად. 

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.