
აი, რატომ და ვისი მოთხოვნით მალავს ხელისუფლება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების მკვლელებს
16:28:27     28-05-2018
უსამართლობამ, რომელიც ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში პროკურატურის ყალბმა გამოძიებამ განაპირობა, ათი ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა.
მკვლელების მფარველობის გამო გაბრაზებული მოქალაქეები, ხელისუფლებას კონკრეტულ პირობებს უყენებენ.
თუმცა, ბევრმა არ იცის, რეალურად, რატომ მალავს პროკურატურა ხორავას ქუჩაზე დაჩეხილი ორი არასრულწლოვნის იმ მკვლელებს, რომლებიც პასუხისმგებაში არ მისცეს.
მინისტრ სუბარის სისხლიანი საცეცები...
მაშ ასე, საქმე ეხება პროკურატურის აწ უკვე ყოფილ მაღალჩინოსანს, პროკურორ მირზა სუბელიანსა და მის შვილს, რომელიც მკვლელობის მოწმე და გარჩევის მთავარი ორგანიზატორია...
[I=2]სუბელიანი, არასრულწლოვნების მკვლელობის მომენტში, მთავარი პროკურატურის გენ-ინსპექციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა.
ის, თანამდებობაზე, მინისტრ სოზარ სუბარის რეკომენდაციით დაინიშნა. სუბარის, რომელიც ერთ დროს ადამიანის უფლებებს იცავდა, დღეს კი, მკვლელებსა და ამ საქმეში გასვრილ თავის ნათესავებს მფარველობს.
როგორ აშანტაჟებს სოზარის ნათესავი სუბელიანი გამოძიებას...
საქმე ისაა რომ სუბარისა და მაშინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დავალებით, მირზა სუბელიანი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საკნიდან უკანონოდ გაყვანაში მონაწილეობდა.
ის უშუალოდ ესწრებოდა იმ საუბარს, რომელიც მერაბიშვილსა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შორის მოხდა.
საკნიდან გაყვანისა და საუბრის შინაარსის შესახებ, მერაბიშვილმა ღია სასამართლოზე განაცხადა. დაიწყო ფორმალური გამოძიება და მალევე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო.
სამაგიეროდ, ევროსასამართლომ, მერაბიშვილის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა და ხაზი გაუსვა ყოფილი პრემიერის განცხადებას, საკნიდან უკანონოდ გაყვანის ფაქტზე, რომელსაც ხელისუფლება ამ დრომდე მალავს.
[I=3]თუმცა, მას შემდეგ რაც ხორავას ქუჩაზე ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ორი არასრულწლოვანი მოკლეს პროკურორ მირზა სუბელიანის შვილის მიერ მოწყობილი გარჩევის დროს , მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თემამ კვლავ გაიჟღერა კულუარებში.
კერძოდ: სოზარის ნათესავი სუბელიანი სამსახურიდან წავიდა, მაგრამ გამოძიებას პირობა დაუყენა რომ თუ მის შვილს შეეხებოდნენ, ის მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის დეტალებს საჯაროდ მოყვებოდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მირზა სუბელიანმა ხელისუფლება დააშანტაჟა, დააშინა და უთხრა რომ გამოძიება არასწორი და სხვა მიმართულებით წასულიყო.
ოცნების „გირგვლიანები“...
რუსთაველზე შეკრებილმა ათი ათასობით გაბრაზებულმა ადამიანმა, როგორც ჩანს, თბილისის მერი კალაძეც გვარიანად შეაშინა.
აქციაზე, თბილისს, არა სიცოცხლის, არამედ სიკვდილის, ახალგაზრდების მკვლელობების ქალაქი უწოდეს.
კალაძემ კი, განცხადება გაავრცელა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმე, ფაქტობრივად, გირგვლიანის მკვლელობას შეადარა, უნებურად, მაგრამ მაინც...
[I=4]თბილისის მერმა, შესაძლოა, თავისი უნიჭო მრჩევლების წყალობითაც, ხორავას ტრაგედიასა და გირგვლიანის მკვლელობის შორის პარალელიც გაავლო და ერთგვარი გაკვირვებაც გამოთქვა იმის შესახებ, რომ მაშინ, ირინა ენუქიძის მხარდასაჭერად, სულ რამდენიმე ათეული ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, გუშინ კი - ათობით ათასი.
თუმცა, კალაძის მავნებლური და დამაზიანებელი განცხადება ახლა ჩვენი განხილვის თემა არ არის. საკითხი სოზარ სუბარის ნათესავი პროკურორის მიერ ხელისუფლების შანტაჟსა და პროკურატურის მიერ არასრულწლოვნების მკვლელების მფარველობას ეხება.
თემა ბევრად დიდი და ყოვლისმომცველია, ვიდრე „დოლჩე და გაბანაში“ გამოწყობილი კალაძის გაკვირვება-აღშფოთების წიაღსვლები.
რა მოხდება ხვალ?
მალე მოკლული ბავშვების საქმის სასამართლო განხილვები დასრულდება. პროცესი ხმაურიანად მიმდინარეობს. დამოუკიდებელმა ექსპერტმა პირდაპირ თქვა რომ ორი არასრულწლოვანი სხვადასხვა სახის ცივი იარაღით (ორზე მეტი) არის მოკლული, მათ შორის ნავარაუდევია მაკრატელიც...
[I=5]თუმცა, პროკურატურა, სწორედ მინისტრ სოზარ სუბარისა და პროკურორ სუბელიანის შანტაჟის გამო, მაინც ჯიუტად იმეორებს, რომ ორი არასრულწლოვანი ორი დანით არის გარდაცვლილი, რასაც ცხადია, მოკლულთა ოჯახები არ ეთანხმებიან. ისინი, გამოძიებას, ვადას, განაჩენის გამოცხადებამდე აძლევენ...
თუმცა, დიდი ალბათობით, პროკურატურა თავის სიტყვას არ გადათქვას და სხვა მკვლელებს მკვლელობის ბრალდებას არ წაუყენებს.
არც პროკურორ სუბელიანს დასჯის დანაშაულის ფაქტების განადგურებისა და ეჭვმიტანილების მიმალვის გამო.
არც სხვა პირებს მისცემს პასუხისგებაში, დანაშაულის დაფარვის მოტივით...
ასე რომ, თუ ჩვენ - საქართველოს მოქალაქეებს, მართლაც გვსურს სიმართლის დადგენა და ის რომ „ელიტის“ დამნაშავე წევრები დაუსჯელნი არ დარჩნენ, მაშინ, კვლავ მოგვიწევს ხმაურიც და საპროტესტო აქციებიც, რადგან ხელისუფლებამ უკვე გააკეთა არჩევანი - ამ საქმეში გასვრილი სოზარ სუბარის, მისი ნათესავი პროკურორისა და მკვლელების სასარგებლოდ.