პარიზში არალეგალმა მიგრანტმა ერთ-ერთი შენობის აივანზე ბავშვი გადაარჩინა (ვიდეო)
13:18:14     28-05-2018
არალეგალმა მიგრანტმა პარიზის ერთ-ერთი შენობის აივანზე ბავშვი გადაარჩინა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ სწრაფად ავიდა შენობის ფასადზე ახალგაზრდა მამაკაცი. ბავშვი მე-4 სართულის აივანზე, გარედან იყო ჩამოკიდებული.
22 წლის მალელი მიგრანტი მამოუდუ გასამას გამოჩენილი სიმამაცისთვის საფრანგეთის პრეზიდენტი შეხვდება.
„როდესაც ბავშვი გადავარჩინე, შეშინებული ვიყავი. ოთახში რომ შევედი, კანკალი დავიწყე და ვეღარ ვდგებოდი“, – განაცხადა გასამამ.
ნახეთ ვიდეო: