დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქართულ ენაზე მიულოცა (ვიდეო)

  14:58:07     26-05-2018

ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ქართულ ენაზე მიულოცა.

მილოცვა დალია გრიბაუსკაიტემ თბილისში, თავისუფლების მოედანზე სამხედრო ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ წაიკითხა.

„გამარჯობა საქართველოს, ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას 100 წლისთავს. ამიერიდან ჩვენ თქვენ ქვეყანას საქართველოს ვუწოდებთ, ეს ჩვენი სიმბოლური საჩუქარია თქვენდამი. დიდება საქართველოს”, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.