
ვოლსკი ოპოზიციაზე: ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ არც გაუხარდებათ თუ სტრასბურგმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება
14:03:24     23-05-2018
„ოპონენტების მხრიდან რაღაც ხინჯების ძებნა მთლიანად ამ პროცესში იმდენად თვალსაჩინოა, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ არც გაუხარდებათ თუ სტრასბურგმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის კრიტიკას "საქართველო რუსეთის წინააღმდე" საქმესთან დაკავშირებით.
გია ვოლსკის განცხადებით, ამ საქმის მოგება პოლიტიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია სტრასბურგში არის საკმაოდ მყარი. არ დაგვავიწყდეს, რომ პარალელურად, პროცესი მიდის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში. თავისთავად, მნიშვნელოვანია, საქართველოს პოზიციის კიდევ უფრო განმტკიცება საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო მხარდაჭერის გაორმაგება ამითი. ჩვენთვის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის მოგება. აღსრულების ნაწილთან დაკავშირებით ჩვენ არ ვართ მარტო - საერთაშორისო თანამეგობრობას გააჩნია ის ბერკეტი, რითიც უნდა აღასრულოს მიღებული გადაწყვეტილება. ოპონენტების მხრიდან რაღაც ხინჯების ძებნა მთლიანად ამ პროცესში იმდენად თვალსაჩინოა, ხანდახან მიჩნდება განცდა, რომ არც გაუხარდებათ თუ სტრასბურგმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება.