რა კერძო ინტერესები აქვს ხაბარელს, რომელიც ერთ დროს სააკაშვილთან ერთად წურავდა ყურძენს? (იხილეთ ფაქტები)

  13:23:26     23-05-2018

შოთა ხაბარელისა და ზვიად ზვიადაურის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ძიუდიოსტთა ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. 

ოფიციალური მიზეზი, რომელსაც მოჭიდავეები ასახელებენ ისაა რომ ნაკრები, ევროპის ჩემპიონატიდან, შედეგისა და მედლის გარეშე დაბრუნდა. 

თუმცა, არსებობს ე.წ პროტესტის რეალური საფუძველიც, რის გამოც ძიუდოისტთა შორის ხელოვნურად ხდება როგორც სიტუაციის დაძაბვა და დაპირისპირების ინსცენირება, ისე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც. 

[I=2]კერძოდ: უკვე შეიძლება დადასტურებულად ითქვას რომ ქევხიშვილის გადადგომის იდეის „შემოგდება“ სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, შოთა ხაბარელს ეკუთვნის, რომლის საქმიანობის შესახებ მალე მოგაწვდით ჟურნალისტურ გამოძიებას. 

ხაბარელს, ძიუდოს ფედერაციაში საკუთარი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები, ძირითადად, ფინანასებს უკავშირდება. 

დეპუტატი, რომელიც ამ შემთხვევაში პირადი მოტივებით ხელმძღვანელობს, მინიმუმ უხერხულ მდგომარეობაში აგდებს როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ისე იმ ადამიანებსაც, რომლებმაც პრეზიდენტად დავით ქევხიშვილი აირჩიეს. 

დეტალების გასარკვევად, „პრესა.ჯი“ პირადად დაუკავშირდა შოთა ხაბარელს და ისიც ჰკითხა, თუ რატომ დაატრიალეს „მცირე“ ფინანსული სქემა, მან და მისმა შვილმა, წლების წინ, ძიუდოს ფედერაციაში...

„პრესა.ჯი“: ბატონო შოთა, რა არის თქვენი ინტერესი, რატომ აორგანიზებთ ქევხიშვილის წინააღმდეგ აქციებს? 

შოთა ხაბარელი: მე ვარ პარლამენტის წევრი და როგორ შეიძლება აქციები დავაორგანიზო... 

- ამბობენ რომ თქვენ გაქვთ კონკრეტული ფინანსური ინტერესი, რის გამოც ქევხიშვილის გადადგომას ითხოვთ და ამით ხელისუფლებას აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში... 

- რას ქვია ფინანსური ინეტერესი მაქვს? თქვენ გეშლებათ რაღაც. თქვენ, ალბათ, ლიპარტელიანზე საუბრობთ და მისამართი შეგეშალათ, რადგან სწორედ ის აანონსებს აქციებს. 

როგორ უნდა მქონდეს მე ფინანსური ინტერესები ფედერაციაში, როცა  პარლამენტის წევრი ვარ... 

- ჩვენი ინფორმაციით, წლების წინ, თქვენმა შვილმა იაფად იყიდა ტატამი და შემდეგ, ფედერაციას ბევრად ძვირად მიყიდა. რატომ, ძიუდოს, როგორც ბიზნესს, ისე უყურებს თქვენი ოჯახი? 

- ეგ არის დემაგოგია, არ მომხდარა მსგავსი არაფერი“.

[I=3]მართალია, ბატონი ხაბარელი უარყოფს მისი შვილის მიერ ტატამის „ძვირად“ გადაყიდვის ფაქტს, მაგრამ ალბათ მაშინვე გაიხსენებს, როცა ამ ანგარიშ-ფაქტურებს ნახავს და დარწმუნდება რომ ჩვენი კითხვის უკან კონკრეტული მტკიცებულებები დგას. 

მანამდე კი, ისღა დაგვრჩენია, საზოგადოებას ის რეალური მიზეზები გავაცნოთ, რომლის გამოც შოთა ხაბარელი და ზურაბ ზვიადაური, რომლებიც ერთ დროს მიშა სააკაშვილთან აღტაცებით წურავდნენ ყურძენს და მოგვიანებით მის სადღეგრძელოებს სვამდნენ ფეხზე მდგომნი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს უპირისპირდებიან და მის წინააღმდეგ ძოუდოისტთა ნაწილის გამოყენებას ცდილობენ.