
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში შეგროვდა აბსოლუტური უმეტესობა იმ მტკიცებულებებისა, რომელიც სტრასბურგში არის წარდგენილი“
12:37:22     23-05-2018
იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ მტკიცე, მყარი არგუმენტები იქნას წარდგენილი იმისთვის, რომ სტრასბურგის სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ საქართველო - რუსეთის წინააღმდეგ საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
„რუსეთს აქვს ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილი ოკუპირებული და აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ეს დაადასტუროს სტრასბურგმა და დაადასტუროს, რომ ადამიანის უფლებები უხეშად დაირღვა და ამაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, რუსულ მხარეს ეკისრება. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები იუსტიციის სამინისტროსთან და აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში შეგროვდა აბსოლუტური უმეტესობა იმ მტკიცებულებებისა, რომელიც სტრასბურგში არის წარდგენილი,“- განაცხადა სოფო კილაძემ.
სტრასბურგში ისტორიული პროცესი მიმდინარეობს. ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვას ასრულებს.