"ანა ნაცვლიშვილის მკვლელი გოგონას ინტერნეტში ინტიმური ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდა"
12:02:26     23-05-2018
20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პროკურატურა პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟში ადანაშაულებს.
„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, არსებობს საქმის მასალები, სადაც წერია, რომ ბრალდებული ლადო გრიგალაშვილი სხვა გოგონას ფულს სძალავდა და ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოების გასაჯაროებით ემუქრებოდა.
გამოძიებით დგინდება, რომ გრიგალაშვილი გოგონას თავად უთითებდა, როგორ და რა ვითარებაში უნდა გადაეღო საკუთარი შიშველი სხეულისთვის სურათები. ამ სურათების გასაჯაროების მუქარით კი ლადო გრიგალაშვილი მას ფულს სძალავდა.
სურათები, რომლითაც ლადო გრიგალაშვილი გოგონას ემუქრებოდა, საერთო მიმოწერაში იგზავნებოდა, სადაც გრიგალაშვილის და მსხვერპლის გარდა, სხვა პირებიც იყვნენ.
მიმოწერით, რომელიც გამოძიებამ საქმეში მონაწილე პირების Facebook-ის გვერდიდან ამოიღო, მსხვერპლი სავარაუდო მოძალადეს დროს სთხოვს, რომ საკმარისი თანხის შეგროვება მოახერხოს.
ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი ამტკიცებს, რომ Facebook-ით მიმოწერას კავშირი არა აქვს ანა ნაცვლიშვილის მკვლელობასთან და მეგობრების ხუმრობის გამო, გრიგალაშვილი არ უნდა გასამართლდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე პროკურორსაც და ადვოკატსაც გაუთქმელობის პირობა ჩამოართვეს.
გარდაცვლილი ანა ნაცვლიშვილის მამა დღეს პროცესს არ დაასწრეს. სასტიკ ვითარებაში მოკლული 20 წლის შვილის მშობელს მოსამართლესთან და პროკურატურასთან ერთადერთი მოთხოვნა აქვს - დაისაჯოს ლადო გრიგალაშვილი.
ლადო გრიგალაშვილი, რომელმაც, გამოძიების ცნობით, შეყვარებულს 33 ჭრილობა მიაყენა, ისევ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, - იუწყება "რუსთავი2".