
კარიბის ზღვაში ყველაზე ძვირადღირებული განძი იპოვეს
10:53:20     23-05-2018
კარიბის ზღვაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულ, 300 წლის წინ დამარხულ განძს მიაკვლიეს.
აშშ-ს ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევარებმა იპოვეს ესპანური საზღვაო საბრძოლო ხომალდი, - გალეონი, რომელიც 1708 წელს, ბრიტანელებისა და ესპანელების დაპირისპირებისას ჩაიძირა. ცნობილია, რომ ამ შეტაკებას 600 ადამიანი ემსხვერპლა.
ხომალდს, რომელსაც განძი გადაჰქონდა, სან ხოსე ერქვა.
ოქროსთან ერთად, ნაპოვნია ვერცხლისა და ზურმუხტის ნაკეთობები.