სამეფო ქორწილი 2018: დეტალები ქორწილის შესახებ

  11:49:33     21-05-2018

19 მაისს დიდ ბრიტანეთში პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი გაიმართა. სამეფო ქორწილს მთელი მსოფლიო ადავნებდა თვალს.

სხვდასხვა გამოცემები ქორწილის შესახებ, განსხვავებულ დეტალებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
გაგაცნობთ ქორწილის მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო დეტალებს.

ქორწილის დღეს პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლს პრინცესა დიანას ბეჭედი აჩუქა. ლედი დის კუთვნილი სამკაული, ამერიკელი მსახიობის თითზე, საქორწინო ცერემონიალის დასრულების შემდეგ შენიშნეს.

მას შემდეგ რაც პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საქორწინო ცერემონიალი დასრულდა, მსოფლიო მედია დაინტერესდა თუ რა დაჯდა სამეფო ქორწილი. როგორც გაირკვა, ქორწილი კოლოსალური თანხა $45,794,038 დაჯდა.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში ერთმა საეჭვო გარემოებამ მედიის ყურადღება მიიქცია. ლაპარაკია, თავისუფალ ადგილზე, რომელიც პრინც უილიამის გვერდით დარჩა.

როგორც საზოგადოების ნაწილმა აღიქვა, ტაძარში ეს ადგილი, სიმბოლურად, პრინც ჰარის დედის, პრინცესა დიანას საპატივცემულოდ დატოვეს.

თუმცა, გაირკვა, რომ პრინცესა დიანა არაფერ შუაშია და რომ დედოფალ ელისაბედ მეორის წინ ადგილს ყოველთვის თავისუფალს ტოვებენ.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა უინძორში მყოფ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს მადლობა პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილზე დასწრებისთვის გადაუხადა.

ათასობით ადამიანი უინძორში რიგს რამდენიმე დღის განმავლობაში იკავებდა, რათა სამეფო წყვილი ახლოდან ენახა.
პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილი 200-კაციანი ღონისძიებით დასრულდა, რომელსაც წყვილის ოჯახის წევრები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.

მსოფლიო მასშტაბით წყვილის ქორწილს სატელევიზიო ეთერით მილიონობით ადამიანმა მიადევნა თვალი.