თელავში 18 წლის ბიჭი დაჭრეს
23:38:52     20-05-2018
თელავში სასაფლაოზე ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება დაჭრით დასრულდა.
შემთხვევის შედეგად მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია უტარდება და მისი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო. დადგენილია სავარაუდო დამნაშავე პირი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.