„ვითხოვ, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლებიც „პიდარასტების“ მიერ ხშირად ფეხქვეშ ითელება“

  18:15:10     18-05-2018

„ვითხოვ კატეგორიულად, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და „პიდარასტების“ მიერ ფეხქვეშ გათელილი“, - ასე მიმართა შს მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ლურსმანაშვილმა. 

მისი განცხადებით, ის შს მინისტრის მიდგომებს მიესალმება. 

„იმ ჯგუფის მიმართ, ვისაც აღიზიანებს თქვენს მიმართ მადლობები, ვიქნები კრიტიკული. როდესაც მინისტრი და სამინისტრო ასეთ ღონისძიებას ატარებს და ყოველგვარი შეცდომების, ძალადობის გარეშე ხდება სიტუაციის რეგულირება, ეს არ მოსწონთ, ხოლო როდესაც უმცირესობები, ნარკომანები, ნარკორეალიზატორები და მათი მხრიდან მართული ჯგუფები ძალადობენ საზოგადოებების მიმართ, ასეთ შემთხვევაში მათ რეაქციებს ვერ ვხედავ ხოლმე. მე როგორც პარლამენტის წევრი, მივესალმები თქვენს მიდგომებს. როგორც მოქალაქე, ცხადია, მე ვითხოვ კატეგორიულად, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და "პიდარასტების" მიერ ფეხქვეშ გათელილი“, - განაცხადა ლურსმანაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.