ქუთაისში დამ და მოკლა
01:53:01     18-05-2018
ქუთაისში დამ და მოკლა. გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს – 11 პრიმა 108-ე, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.