სოფელ ტყვიავში ორი ძმა დაჭრეს
00:57:16     18-05-2018
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში ორი ძმა დაჭრეს.
29 და 22 წლის ძმები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა გორის კლინიკა „გორმედში“ და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ორივე მათგანს სხეულზე ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.