30 წლის მამაკაცი ხორცსაკეპმა იმსხვერპლა - რა მოხდა ქარხანაში?

  17:56:14     17-05-2018

უბედური შემთხვევა მოხდა ისრაელში.

ქალაქ ხოლონში, ქარხანაში 30 წლის თანამშრომელი, რომელიც საქართველოს მოქალაქე იყო, ხორცის საკეპ მანქანაში ჩავარდა და გარდაიცვალა. 

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ხორცსაკეპში ხელი ჩაჰყვა. ხორცსაკეპმა კი, ის, მთლიანად ჩაითრია... 

მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ისრაელში მცხოვრები ქართველის თქმით, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს და გამოძიება იწყება.