სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირიდან გია კორკოტაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს

  16:00:58     17-05-2018

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირიდან გია კორკოტაშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

პოლიციამ მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირიც გადაიყვანა.

„ქართული მისიის“ წევრები, რომლებიც პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, შსს-ს მოუწოდებენ, დროულად გაათავისუფლონ როგორც გია კორკოტაშვილი, ასევე სხვა პირები.