კახეთში არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით დედ-მამა დააკავეს
00:13:16     17-05-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი და მისი მეუღლე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 13 მაისს არასრულწლოვან შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
არასრულწლოვანი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დროებითი მინდობის აღზრდის ოჯახს გადაეცემა.