„როდესაც ფართოდ გამოიყენება სანქციები საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ“ „როდესაც ფართოდ გამოიყენება სანქციები საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ“ />


  14:12:57     16-05-2018

„როდესაც ფართოდ გამოიყენება სანქციები საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ“

a78846.png

„სწორედ ახლა, როდესაც ფართოდ გამოიყენება სანქციები საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რომ შედგეს სია და მოხდეს მათზე საერთაშორისო სანქციების გავრცელება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ხდება, განსაკუთრებით არის დანაშაულებები, რომლებიც ჩადენილია რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების, ან ადგილობრივი კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ.  

„როდესაც 2016 წელს, მაისში საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, ხელისუფლებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელიც ვიდეო კადრებზე იყო აღბეჭდილი აეყვანა საერთაშორისო ძებნაზე. ამის შემდეგ დასჭირდათ 2 წელი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შესახებ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. სამწუხაროა, რომ რეზოლუციის მიღება განაპირობა ქართველი სამხედროს მკვლელობამ.

ჩვენ დაგვჭირდა თითქმის 2 თვე რომ შეფასება გაგვეკეთებინა და ამ შეფასების გაკეთების შემდეგ არ გადადგმულა ის ნაბიჯები, რომლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც აიღო სახელმწიფომ. ანუ ეს არის ერთი მხრივ, ღირსების საკითხი რომ რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევაზე ადექვატური რეაგირება გვქონდეს და მეორეს მხრივ ქართული სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულება“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. 

მისივე თქმით,  თქმით, ვერც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან და ვერც პროკურატურის მხრიდან ვერ მიიღეს პასუხები ხდება თუ არა სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა, ხოლო იმ შემთხვევაში როდესაც საქმეები აღიძრა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო. 

„რეზოლუციის მიღებიდან გასულია 2 თვე, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მიეცა თუ არა რომელიმე პირი სამართლებრივ პასუხისმგებლობაში, გვყავს თუ არა ბრალდებული პირები, რომელთაც ჩაიდინეს ტატუნაშვილის მკვლელობა. არადა 2018 წლის 15 ივნისამდე დარჩათ ერთ თვეზე ნაკლები. საქართველოს მთავრობას აქვს ვალდებულება ჩვენ წარმოგვიდგინოს კონკრეტული ადამიანების სია, რომლებიც ჩადიოდნენ და შემხებლობაში იყვნენ ამ ძალიან მძიმე დანაშაულთან, როგორც ჩანს, არც ქვეყნის შიგნით და არც საერთაშორისო ასპარეზზე ამ მიმართულებით არ არის ნაბიჯები გადადგმული", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
0

ავტორი: