12:39:12     16-05-2018
"კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება"

ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც კოოპერატივებისგან დაზარალებულთათვის თბილისის მერიის ინიციატივას გამოეხმაურა.
„ბინათმშენებლობის კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის კახა კალაძემ და დედაქალაქის მთავრობამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც 3000-ზე მეტი ოჯახის 25 წლიანი ლოდინი დასრულდება. საკუთრების უფლება ერთ-ერთი უმთავრესია, რომელსაც ეფუძნება ნდობა ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის. თბილისის მერის გადაწყვეტილებით სწორედ ეს ნდობა აღდგება".- განცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 90-იანი წლებში კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემის მოგვარებას იწყებს.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დედაქალაქში მცხოვრები 3000-ზე მეტ ოჯახს ეხება.
0