ნათია მეზვრიშვილი: კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნათია მეზვრიშვილი: კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“ />


  16:39:42     15-05-2018

ნათია მეზვრიშვილი: კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, მათ შორის, „ბასიანსა“ და „გალერიში“

a78824.png

„პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება ჰქონდა - მტკიცებულებებით არის დადასტურებული, რომ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა.

„დაკავების ფაქტები ცოტა ხნით რომ დავივიწყოთ და ვიმსჯელოთ იმაზე, ჰქონდა თუ არა პოლიციას კლუბებში ჩხრეკის ჩატარების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ამის უფლება ჰქონდა შემდეგ მიზეზთა გამო: ამ კლუბებში ნარკოტიკები იყიდებოდა, გაყიდვის არაერთი ფაქტი მტკიცებულებებით არის დადასტურებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს ვიდეო-მასალა, რაც ძალიან კარგად იხილა საზოგადოებამ. ნარკოტიკები იყიდებოდა მათ შორის “ბასიანსა“ და გალერიში“, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. საზოგადოებასთან აქეთ მაქვს კითხვა, ნებისმიერ ნორმალურ პოლიციელს და სამართალდამცავს, რომელსაც დადასტურებული ინფორმაცია აქვს, რომ კლუბებში ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან, უნდა ჩაეტარებინა თუ არა კლუბში საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა? პასუხი არის ერთადერთი და ცალსახა: - დიახ, ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, ეს იყო ლეგიტიმური და პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა. ჩხრეკა უნდა ჩატარებული სწორედ მაშინ, როცა ივენთი მიმდინარეობდა, რადგან ეს იყო ის დრო, როცა კლუბებში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა. 

მისივე თქმით, კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები და კლუბშია დაკავებული დაცვის უფროსი, რომელიც გასაღებაში ერთი-ერთი ბრალდებული პირია. 

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, კლუბებიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები - 34 ლოკაციიდან. ნარკოტიკულ საშუალებებს ექსპერტიზა უტარდება
0

ავტორი: