შს მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 18 მაისს წარდგება შს მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 18 მაისს წარდგება />


  16:30:50     15-05-2018

შს მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 18 მაისს წარდგება

a78823.jpg

​შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,  პარასკევს, 18 მაისს მოუსმენენ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების„ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღეს შს მინისტრთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ მინისტრს პარლამენტი მოუსმენს პარასკევს. დაისმება ყველა კითხვა, რომელიც დეპუტატებს აქვთ. მინისტრმა თქვა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს. ეს კითხვა-პასუხი საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკოსის კომპეტენცია არ არის, შეაფასოს იყო თუ არა გადაცდომები, ამაზე რეაგირებას ახდენენ შესაბამისი ორგანოები.

„პარასკევს დავსვამთ ყველა კითხვას, რაც თბილისის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გვაქვს", – თქვა მამუკა მდინარაძემ.
0

ავტორი: