„საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის პროცესში“

  12:59:19     15-05-2018

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძემ პარლამენტის წვერებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია გააცნო.

როგორც მინისტრმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ევროკავშირთან ინტეგრაციის რუკის შემუშავება საქართველოს, ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

„ეს არის კონცეფცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მეტი ინტეგრაცია, მეტი შესაძლებლობებისთვის. ჩვენ ვიწყებთ ღია კონსულტაციების რეჟიმს. დარწმუნებულები ვართ, რომ საგზაო რუკის საბოლოო დოკუმენტი, რომელიც იქნება შეთანხმებული და საზოგადოების მხარდაჭერა ექნება, იქნება დოკუმენტი, რომელიც საქართველოს გადაიყვანს ახალ ეტაპზე ევროპული ინტეგრაციის პროცესში და გაუხსნის შესაძლებლობებს იმ საბოლოო მიზნისკენ, რომელიც არის ჩვენი სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში.

საქართველო დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ძალიან წარმატებული რეფორმები განვახორციელეთ და შევქმენით საფუძველი, იმისთვის რომ კიდევ მეტი ნაბიჯი გადავდგათ ინტეგრაციულ პროცესში" -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისი განცხადებით,  ეს ნაბიჯები შექმნის უკვე იმ პირობებს, როდესაც საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება იქნება შესაძლებელი.