პარლამენტში გიორგი გახარიას ელოდებიან

  12:52:32     15-05-2018

უახლეს დღეებში, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა გაიმართება, სადაც გიორგი გახარია წარმოადგენს სრულ ინფორმაციას, რამ განაპირობა ღამის კლუბებში შესვლა და როგორ ჩატარდა ოპერაცია.

„ყველა დეტალთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გვექნება. ამის შემდეგ შესაძლოა გაჩნდეს კითხვები. ამასთან ვიტყოდი, რომ რა სიტუაციასაც ვაანალიზებ და ვუყურებ, ვფიქრობ, გიორგი გახარიამ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მისცა. ოპოზიციას აქვს დამატებითი კითხვები, ხედვები და ამ ხედვების გაზიარებაც არ იქნება ურიგო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ამის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციებთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს საპარლამენტო ოპოზიციასთანაც, რის გამოც ისინი შს მინისტრს პარლამენტში იბარებენ.