ზურაბ ჭიაბერაშვილი: ძალადობრივი შოუების დადგმით შსს ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა
15:23:15     14-05-2018
„ასეთი ძალადობრივი შოუების დადგმით შსს ცდილობს დაფაროს თავისი არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა“, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რითაც 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკორეალიზატორთა მიმართ ბრძოლაში არაეფექტურია.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით არაერთი კითხვა არსებობს, სწორედ ამიტომ „ევროპული საქართველო“ შს მინისტრს პარლამენტში იბარებს.
„საპარლამენტო უმრავლესობა, რომ იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გუნდი და არა ივანიშვილის ხუშტურების მიხედვით მოქმედი, მაშინ პირველ რიგში, ის უნდა იბარებდეს შს მინისტრს და საჯარო მოსმენაზე პასუხს უნდა სთხოვდეს, თუ რამ გამოიწვია მოქალაქეების მიმართ ასეთი ძალადობა პარასკევს საღამოს, ან რატომ მართავს სუს-ი და შსს ძალადობრივ, პრორუსულ, ფაშისტურ ჯგუფებს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.