"ბერას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება, მაგრამ სხვა ადამიანებსაც აქვთ თავიანთი აზრი"

  12:45:50     14-05-2018

"ბერა არის ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, მას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება, მაგრამ სხვა ადამიანებსაც აქვთ თავიანთი მოსაზრება".

ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორების" წევრმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

ზვიად ძიძიგურის თქმით, პარლამენტის წინ გამართული აქციის მიუხედავად, ის დეკრიმინალიზაციას არ ემხრობა.

„ბერა არის ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე, მას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება, მაგრამ სხვა ადამიანებსაც აქვთ თავიანთი მოსაზრება. ამიტომ, ლეგალიზება, დეკრიმინალიზაცია ყველა ეს საკითხი იქნება საქართველოს პარლამენტის კედლებში შემოსული და იქნება აქ განხილვა,“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.

ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პარლამენტმა ისეთი ნარკოპოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რომელიც ნარკომომხმარებელთა რაოდენობას არ გაზრდის.

"ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული ნარკორეალიზატორების გამოსავლენად და მათი იზოლირებისთვის, იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, მისასალმებელი," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.