ზვიად ძიძიგური: აქციებით ვინმემ ვინმე შეაშინოს, გამორიცხულია

  12:35:43     14-05-2018

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ქმედება ძალიან ადეკვატური იყო როგორც პარასკევს განვითარებულ მოვლენების დროს, ასევე გუშინ.

როგორც ზვიად ძიძიგურმა,  პარლამენტის შენობის წინ გუშინ განვითარებულ პროცესების შეფასებისას აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვაჟკაცი ქართველი კაცია.

„მის გუშინდელ გადაწყვეტილებას მივესალმები, რომ აქციის ორგანიზატორებთან გავიდა. ნარკოპოლიტიკა ისეთი უნდა იყოს, ვინც აქცია მოაწყო, ნარკოტიკისგან დაცულები ის ახალგაზრდებიც იყვნენ და შეხება ნაკლებ ნარკოტიკთან ჰქონდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უფლებები დავიცვათ. შს სამინისტროს ქმედება ძალიან ადეკვატური იყო, როგორც პარასკევის მოვლენებში, ასევე გუშინ, როცა აქციის მონაწილეებთან არსებული ვითარების განმუხტვა მოახერხეს და პროცესები სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა”, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, არც ნარკოპოლიტიკა და არც სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ქუჩაში არ გადაწყდება და ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს.

"ეს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში გადაწყდება, ასევე პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით. ეს თემები სხვაგვარად არ გადაწყდება. აქციების მეტი რა გვინახავს, აქციებით ვინმემ ვინმე შეაშინოს, გამორიცხულია. შს მინისტრის ღონისძიება ისევ აქციის მონაწილეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვისკენ იყო გადადგმული”, – თქვა ზვიად ძიძიგურმა.
ჯერ არა, რადგან ბევრი ნიუსია ერთად და ვდებთ ეტაპობრივად. ასეთ ნიუსებზე არ დაკარგო დრო, ჩვენითაც დავდებთ და წავიღებთ, თუ მოახერხებ, ვინმესთან ჩაწერე ამ ამბებზე ინტერვიუ.