
მიხეილ ჯანელიძე: ეს ნამდვილად იყო საქართველოს დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამოვლინება
12:19:52     14-05-2018
„ეს ნამდვილად იყო საქართველოს დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამოვლინება,“- ეს განცხადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ 12 მაისის სპეცოპერაციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გააკეთა.
ჯანელიძის თქმით, გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე შს სამინისტროს წარმომადგენლებმა პროფესიონალურად იმუშავეს.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამართალდამცველებმა შეძლეს დაეცვათ აქციის მონაწილეების უსაფრთხოება და უზრუნველყვეს აქციის მშვიდობიანი ჩატარება.
ჯანელიძე შს მინისტრის აქციაზე მისვლას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს მინისტრის მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯი იყო.
„მივესალმები შს მინისტრის, ბატონი გახარიას მიმართვას და მზაობას დიალოგისკენ, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ დიალოგით იქნება შესაძლებელი საერთო ენის გამოძებნა“-აცხადებს ჯანელიძე.
გასულ ღამეს, რუსთაველის გამზირზე, სადაც ახალგაზრდები 12 მაისის სპეცოპერაციის გამო პროტესტის გამოსახატად აქციას მართავდნენ შს მინისტრი სიტყვით გამოვიდა, აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა და დიალოგი შესთავაზა.