"ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში და ჩემი შეცდომები გამოვასწორო"

  10:45:56     14-05-2018

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის ორდღიანი საპროტესტო აქციები, რომელიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოყვა, გამოწვეული იყო ბევრად უფრო ღრმა დამანგრეველი პროცესებისგან, რომელიც გამოიწვია არაფორმალურმა მმართველობამ.

"დღეს საქართველოში კატასტროფული უმუშევრობაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. არსებობს ბევრი სხვა სოციალური პრობლემები, რომლებიც ვერ წყდება ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში“ - განაცხადა სააკაშვილმა.

კითხვაზე, ხედავდა თუ არა ის თავის პასუხისმგებლობას ფაქტობრივად განადგურებულ ოპოზიციაში, მან უპასუხა, რომ „ვიტყვი მეტსაც, რომ ეს ჩემი შეცდომაა. სწორედ ჩემი შეცდომების გამო, ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში და გამოვასწორო ისინი. ჩემი მმართველობის პერიოდში საქართველო ვითარდებოდა და სახელმწიფო თანამდებობების უმრავლესობას იკავებდნენ ახალგაზრდები“ - აცხადებს სააკაშვილი.