ქათამი ანანასით სკანდინავიურად

  10:48:15     07-06-2011

მასალა:

1 ცალი ქათამი

100 გრამი მარილი

1 ჩაის კოვზი შაქარი

1 ჭიქა მსხვილ სახეხზე გახეხილი ანანასი

1 არყის ჭიქა მაიონეზი

2 სუფრის კოვზი 10%-იანი ნაღები

მწვანე სალათის ფოთლები

1,5 ლიტრ წყალში ჩავყაროთ მარილი და შაქარი და წამოვადუღოთ. გავაცივოთ. ქათამი გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ, დავყოთ პორციებად და დავასხათ მარილწყალი, გავაჩეროთ მარილწყალში 2 დღის განმავლობაში. დროდადრო ხორცი გადავაბრუნოთ. შემდეგ ამოვიღოთ ქათამი მარილწყალიდან და მოვხარშოთ მცირე რაოდენობის წყალში. მომზადებულ ქათამს მოვაშოროთ ძვლები და გავაცალოთ კანი. მაიონეზს შევურიოთ ნაღები და დავამატოთ ცოტა ანანასის წვენი. კერძი სუფრაზე სალათის ფოთლებთან ერთად მივიტანოთ, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ანანასი და მოვასხათ სოუსი. გარნირად შეგვიძლია მივიტანოთ შემწვარი კარტოფილი.