მწვანე ლობიო ბულგარულად

  10:47:52     07-06-2011

მასალა:

500 გრამი მწვანე ლობიო

100 გრამი უცხიმო სალა

2 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი

1 ჩაის კოვზი მდოგვი

ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, პილპილი, მარილი

2 სუფრის კოვზი წითელი ღვინო

2 ღერი ბულგარული წიწაკა

ლობიოს ღერები დავყოთ ნაწილებად და მსუბუქად მოვხარშოთ მარილიან წყალში, შემდეგ დავდგათ დასაწურად. წვრილად დაჭრილი სალა შევწვათ მოწითალო კანის გაჩენამდე, წვისგან დარჩენილ ცხიმს შევურიოთ ძმარი, მდოგვი, შაქარი, პილპილი და წითელი ღვინო. შერბილებამდე ვშუშოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და შევურიოთ მწვანე ლობიოს. მიღებული კერძი სუფრაზე მივიტანოთ შემწვარ სალასთან და კარტოფილთან ერთად.