დესერტი “მერცხლის ბუდე”
10:46:48     07-06-2011
მასალა:
150 გრამი შაქარი
3 კვერცხის ცილა
150 გრამი ნუში ან კაკალი
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მცირე რაოდენობის შაქართან ერთად (შაქარი ნელ-ნელა უნდა დავამატოთ). ნუში ან ნიგოზი დავჭრათ და ავთქვიფოთ კვერცხის ცილასთან ერთად. წარმოქმნილი ფენა ფრთხილად ავიღოთ დესერტის კოვზით და გადავანაწილოთ ცხიმწასმულ ტაფაზე. “მერცხლის ბუდე” უნდა ვაცხოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. სუფრაზე გაციებული მივიტანოთ.