გორში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

  11:59:00     08-05-2018

გორის რაიონის სოფელ დიცში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგუშაგოზე შსს-ს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციის კაპიტანს, 43 წლის ნ.ბ-ს ჭრილობა მასზე რიცხული ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.