იტალიაში პრინტერის კარტრიჯების მოპარვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
13:25:47     07-05-2018
იტალიაში პრინტერის კარტრიჯების მოპარვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც ადგილობრივის მედია წერს, 37 წლის მამაკაცმა ქალაქ ბერგამოში ტექნიკის მაღაზიიდან ათასი ევროს ღირებულების პრინტერის კარტრიჯები მოიპარა. მისი დაფიქსირება სათვალთვალო კამერებით შეძლეს.
ადგილზე მისულმა პოლიციამ საქართველოს მოქალაქე დააკავა. გამოძიების ცნობით, ის უკანონოდ იმყოფებოდა იტალიის ტერიტორიაზე და ქურდობაში ადრეც იყო შემჩნეული.
სასამართლომ საქართვლოს მოქალაქეს კარტრიჯების მოპარვის გარდა ბრალი რამდენიმე ბინისა და მაღაზიის გაქურდვისთვის წაუყენა. ის 4 წელს და 6 თვეს ბერგამოს ციხეში გაატარებს.