ახმეტაში მაშველებმა ხრამიდან 26 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს

  11:18:57     05-05-2018

ახმეტის რაიონში, სოფელ ხადორის მიმდებარედ, მაშველებმა ხრამიდან 26 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ხრამში 150 მ. სიმაღლიდან გადავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა გურჯაანის, თელავისა და ახმეტის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 20 მაშველი.