ჭონქაძის ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  15:01:27     04-05-2018

თბილისში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, რომლის მიმართ ნაფიცმა მსაჯულებმა გუშინ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მსაჯულების გუშინდელ გადაწყვეტილებაზე საბოლოო სასჯელი – 15 წელი, მოსამართლე  ეკატერინე გაბრიჭიძემ განსაზღვრა.

მკვლელობა თბილისში 2017 წლის 16 აგვისტოს, ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მ.ი.-მ მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადი გასროლით, ი.ძ.-ს ზურგის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მ.ი-ს ბრალად ედებოდა, განზრახ მკვლელობა. ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.