ინდოეთში მტვრის ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 127-მდე გაიზარდა
12:21:49     04-05-2018
ინდოეთში მტვრის ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 127-მდე გაიზარდა. ქარიშხალს თან ახლდა ძლიერი ჭექა-ქუხილი.
ყველაზე რთული მდგომარეობა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე უტარ პრადეშისა და რაჯასტანის შტატებშია, სადაც ბოლო მონაცემებით 73 ადამიანია დაღუპული.
სტიქიის ზონაში მოგლეჯილია ხეები, დანგრეულია სახლები, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ძლიერი ქარი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, დაზარალებულები კომპენსაციის სახით ექვსი ათას დოლარს მიიღებენ.